მარიხუანის კულტივაციასთან დაკავშირებული კანონპროექტის გაწვევის შესახებ იმსჯელებენ დღეს ბიუროს სხდომაზე.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრების განცხადებით, მთავრობამ სრულად გაიზიარა საპატრიარქოსა და მოსახლეობის ნაწილის უარყოფითი დამოკიდებულება და კანონის უკან გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო.
დღევანდელ სხდომაზე ასევე სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში შესატან ცვლილებებსაც განიხილავენ.