ქვეშეთი-კობის ავტობანზე 9-კილომეტრიანი გვირაბის გაჭრა დაიწყო. მთის მასივი სპეციალური გვირაბის მჭრელი მანქანით გაიბურღება. ე.წ. ტიბიემის დანადგარი ერთ-ერთი ყველაზე მაღალტექნოლოგიური გვირაბ-გამყვანი მანქანაა. ამ მეთოდით. გვირაბის მშენებლობა მნიშვნელოვნად ამცირებს გარემოზე ზემოქმედებას. ტიბიემის მანქანა, გვირაბის გაყვანის პარალელურად, უზრუნველყოფს გაბურღული ტერიტორიის ბეტონით მოპირკეთებას, რაც უფრო მეტად ზრდის უსაფრთხოების სტანდარტს. ამჟამად არსებული გზა რთულ გეოგრაფიულ მარშრუტზე გადის, რომელიც ზამთრის პერიოდში დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო უსაფრთხო არ არის. ახალი მაგისტრალური გზისა და გვირაბის მშენებლობით კი, გადაადგილების მუდმივი პრობლემა უნდა მოგვარდეს. ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი დაესწრო.