ავტობანი რიკოთის უღელტეხილზე 

რიკოთის უღელტეხილზე ახალი ავტობანის მშენებლობისთვის დღეს ბოლო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.

ეს ნიშნავს, რომ რამდენიმე თვეში მშენებლობა ყველა მონაკვეთზე გააქტიურდება და ჩქაროსნული მაგისტრალი 2022-2023 წლებში ეტაპობრივად ამოქმედდება. ტექნიკური მახასიათებლებით რთული პროექტი ათეულობით ხიდისა და გვირაბის მშენებლობას ითვალისწინებს. საერთაშორისო ტენდერებში გამოცდილმა ჩინურმა კომპანიებმა გაიმარჯვეს.