ქვემო ქართლის რწმუნებულმა 2018 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. შოთა რეხვიაშვილმა განხორციელებული პროექტები შეაჯამა და საგზაო ინფრასტრუქტურის, წყალმომარაგების, სკოლებისა და საბავშვო ბაღების, სპორტული ობიექტების, გაზიფიცირებისა და სახელმწიფო პროგრამების შესახებ ისაუბრა. გუბერნატორმა 2019 წლის რეგიონის განვითარების გეგმებზეც გაამახვილა ყურადღება და ახალი პროექტები წარადგინა.