ვაკის რაიონის გამგებელმა საქმიანობის ანგარიში წარადგინა

ვაკის რაიონის გამგებელმა ნოდარ ტურძელაძემ, გამგეობის მიერ 2018-2019 წლების საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

პრეზენტაციას თბილისის მერი კახა კალაძე დაესწრო და ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

ვაკის გამგებელმა საქმიანობის ორი წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე, რაიონში უკვე განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.

ნოდარ ტურძელაძის განცხადებით, ორი წლის მონაცემებით, საგზაო ინფრასტრუქტურა 211 369 კვადრატული მეტრის ფართობზე მოწესრიგდა, განხორციელდა 42 სკვერისა და შიდა ეზოს მოწყობა და რეაბილიტაცია. ჩატარდა გამწვანების სამუშაოები, გაკეთდა სპორტული მოედნები. რაც შეეხება „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამას“, ბოლო ორი წლის განმავლობაში, სხვადასხვა სახის 264 სარეაბილიტაციო პროექტი დაფინანსდა.