პროკურატურის - 2020 წლის საქმიანობის ანგარიში

გენერალური პროკურატურის 2020 წლის ანგარიში. ირაკლი შოთაძის განცხადებით, გასულ წელთან შედარებით შემცირებულია სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების ფაქტები. ამასთან, გაზრდილია საქმეების განხილვის დროს საპროცესო შეთანხმებების მაჩვენებელი. ანგარიშში გენერალურმა პროკურორმა აქცენტი სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელების შედეგებზე, დანაშაულების სტატისტიკურ მაჩვენებლებსა და პროკურატურის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე გააკეთა.