საპროკურორო საბჭოს არჩევნები

სასტუმრო „ჰუალინგში“, სადაც დილიდან პროკურორთა კონფერენცია მიმდინარეობს, უკვე აირჩიეს საპროკურორო საბჭოს ხუთი წევრი. ლონდა ბიჭიკაშვილი, გიორგი ბახტაძე, დავით ხაზარაშვილი, ზვიად გუბელაძე და ემზარ გაგნიძე 500-მდე პროკურორმა და გამომძიებელმა ხმის მიცემის ელექტრონული სისტემის საშუალებით აირჩია. ირაკლი შოთაძის განცხადებით, 2015 წლის რეფორმების შედეგად, ევროკომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, შეიქმნა საპროკურორო საბჭო, რომლის როლიც პროკურატურის გამჭვირვალე, ეფექტური მუშაობაა.