საგარეო საქმეთა სამინისტროს ანგარიში

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტში 2023 წლის განმავლობაში სამინისტროს მიერ დიასპორასთან მიმართებით გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა. ყურადღება გამახვილდა იმ სახელმწიფო პროექტებსა და პროგრამებზე, რამაც ხელი შეუწყო როგორც დიასპორის ჩართულობას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა და ქვეყნის განვითარების პროცესში, ასევე, დიასპორის წინაშე არსებული გამოწვევების ერთობლივად დაძლევას. ასევე, მინისტრის მოადგილემ ისაუბრა საერთაშორისო ორგანიზაციებთან აქტიურ თანამშრომლობაზე, მათ შორის დიასპორასთან დაკავშირებით საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარების მიზნით. ანგარიშის წარდგენის შემდგომ, მან პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრთა შეკითხვებსაც უპასუხა.