ქვათაცვენის საწინააღმდეგო ახალი ბადე

ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე არსებულ კლდოვან ფერდობზე ქვათაცვენის საწინააღმდეგო ახალი ბადე მოეწყობა. პირველადი გადაუდებელი საპრევენციო ღონისძიებები ადგილზე უკვე ჩატარებულია და ფერდის ავარიული ფრაგმენტების ჩამოწმენდა დასრულებულია. სამუშაოები თბილისის მერმა დაათვალიერა. ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მიმდინარე სამუშაოები ნოემბერში უნდა დასრულდეს.