ქვათაცვენა შიომღვიმის მონასტრის ტერიტორიაზე

შიომღვიმის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც კლდის მასა ჩამოიშალა, გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე მუშაობს მძიმე ტექნიკა. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროცესში ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება.

შეგახსენებთ, შიომღვიმის მონასტრის მიმდებარედ ციცაბო ფერდობის ნაშალი 27 აგვისტოს ჩამოიშალა. მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა.