შემთხვევა ამირეჯიბის ქუჩაზე

 ვერეს ხეობაში, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე კლდის მასა ჩამოიშალა – აღნიშნულმა საავტომობილო გზის ნაწილზე ქვათაცვენა გამოიწვია. დაზიანდა ერთი მანქანა. ამ დროისთვის ტერიტორია უკვე გაწმენდილია. მოძრაობა ნებადართულია. დედაქალაქის მერიის ცნობით, აღნიშნულ მონაკვეთზე ჩატარდება სარეაბილიტაციო სამუშაოები.