სტიქია თბილისში

უამინდობამ დედაქალაქში პრობლემები შექმნა. გუშინ საღამოს მოსული ძლიერი წვიმის შედეგად დაგროვილი წყალი სანიაღვრეების ნაწილმა ვერ გაატარა, რის შედეგადაც დაიტბორა თბილისის ქუჩები და დაზიანდა ინფრასტრუქტურა. განსაკუთრებით მძიმე ვითარება იყო გლდანში, სადაც წყალმა დატბორა ახმეტელს მეტროსადგური, ავტომანქანები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი. გზების გარკვეულ მონაკვეთებზე დაფიქსირდა ქვათაცვენაც. ქალაქში შექმნილი პრობლემების გამო, ოპოზიცია დედაქალაქის მთავრობას ადანაშაულებს. თბილისის მერიაში კი აცხადებენ, რომ გუშინ სამი საათის განმავლობაში იმაზე მეტი ნალექი მოვიდა, ვიდრე 2015 წლის 13 ივნისის ღამეს.

რა ვითარებაა ამ ეტაპზე დედაქალაქში გუშინ მოსული ძლიერი წვიმის შემდეგ? – თამარ ნადარეიშვილი მუშაობდა თემაზე, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში გვიერთდება.