ქუთაისის IV საერთაშორისო ფორუმი

„ქალაქების შესაძლებლობების გაძლიერება“ – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ქუთაისის IV საერთაშორისო ფორუმი გაიხსნა. ფორუმი ქალაქების მდგრადი განვითარების პლატფორმაა, სადაც დაინტერესებულ მხარეებს – საჯარო მოხელეებს, სამოქალაქო საზოგადოების, მეცნიერებისა და ბიზნესის წარმომადგენლებს საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება და ქალაქების მდგრადი განვითარებისთვის გადაწყვეტილებების ერთობლივად შემუშავება შეუძლიათ. ღონისძიებაში გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, ირლანდიის, ესტონეთის, ნიდერლანდების, ჩეხეთის, პოლონეთის და რუმინეთის დელეგაციები მონაწილეობენ. ფორუმის ორგანიზატორი ქუთაისის მუნიციპალიტეტი და მართვისა და განვითარების გადაწყვეტილებების ჰაბი, ხოლო თანაორგანიზატორები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტია.