ქურდობის რამდენიმე ფაქტი ბაკურიანში. ცხრა დანაშაულში მხილებულია ოთხი არასრულწლოვანი.
საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ არასრულწლოვნებმა 18-20 თებერვალს ბაკურიანში მაღაზიები, სილამაზის სალონი, სანოტარო ბიურო და ერთ-ერთ სასტუმროში განთავსებული სათამაშო აპარატები გაქურდეს. მათ ასევე სცადეს მეორე სანოტარო ბიუროს გაქურდვაც.
სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს ნაქურდალი ნივთები, მათ შორის, კომპიუტერული ტექნიკა. ხუთივე არასრულწლოვანი ქურდობის ცხრავე ფაქტს აღიარებს.