შსს-მ ქურდობის ფაქტზე არასრულწლოვანი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ქურდობის ფაქტზე არასრულწლოვანი, 2004 წელს დაბადებული პირი ამხილეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ არასრულწლოვანმა თბილისში, დავით აღმაშენებელის ხეივანში მდებარე „ელიტ ელექტრონიქსის“ და „მოდერნ ვილას“ ორი მაღაზია, ასევე, მარშალ გელოვანის გამზირზე მდებარე „ბელუქსის“ და „ლაით ჰაუსის“ მაღაზიები გაქურდა, საიდანაც ფული და ნივთები მოიპარა და ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.