ბაკურიანში კულტურის სახლს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

12:10, 24.02.2019

ბაკურიანში კულტურის სახლს  რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

გადაწყვეტილება ადგილობრივებმა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამართულ კრებაზე მიიღეს, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრიც ესწრებოდა. რეაბილიტაციისთვის  40 ათასი ლარი დაიხარჯება.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაბისთვის გათვალისწინებულია 20 000 ლარი, 20 000–ლარს კი თანადაფინანსებით ადგილობრივი თვითმმართველობა გამოყოფს.

სოფლის კრებას მხარის გუბერნატორი და ბორჯომის მერი დაესწრნენ.

მსგავსი