ბაკურიანში კულტურის სახლს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
გადაწყვეტილება ადგილობრივებმა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამართულ კრებაზე მიიღეს, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრიც ესწრებოდა. რეაბილიტაციისთვის 40 ათასი ლარი დაიხარჯება.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაბისთვის გათვალისწინებულია 20 000 ლარი, 20 000–ლარს კი თანადაფინანსებით ადგილობრივი თვითმმართველობა გამოყოფს.
სოფლის კრებას მხარის გუბერნატორი და ბორჯომის მერი დაესწრნენ.