პრემიერ-მინისტრი კახეთში

დღესვე პრემიერ-მინისტრი სოფელ მატანის ცენტრში მდებარე კულტურის სახლის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო. პროექტი დასასრულს უახლოვდება. შენობის სრული რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 671 000 ლარით დაფინანსდა. კულტურის სახლში განთავსდება სოფლის ბიბლიოთეკა, ფუნქციონირებას დაიწყებს სხვადასხვა შემეცნებითი, სამუსიკო თუ ქორეოგრაფიული წრეები.