საბაზისო სამთო მომზადების კურსი დაბა ბაკურიანში

12:25, 02.03.2019

ნატო-ს „პარტნიორობა მშვიდობისთვის” პროგრამის  ფარგლებში დაბა ბაკურიანში ზამთრის საბაზისო სამთო მომზადების კურსი მიმდინარეობს. ქართველი ინსტრუქტორები ნატო-ს წევრი და არაწევრი რვა ქვეყნის 33 სამხედრო მოსამსახურეს სამთო უნარ-ჩვევებში წვრთნიან. პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ქართველი ინსტრუქტორები, საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედროებთან ერთად, აშშ-დან, ლატვიიდან, ესტონეთიდან, ბელარუსიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და უკრაინიდან მოვლენილ ჯარისკაცებს თხილამურებზე სრიალს, ზვავში მოყოლილი ადამიანის ძებნისა და ევაკუაციის ტექნიკურ მეთოდებს, ასევე თხილამურებით დაბრკოლებათა ზოლის გადალახვასა და თოვლის თავშესაფრის მოწყობას ასწავლიან. კურსი სამი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

მსგავსი