დაკავება ავტომობილის საბურავების ქურდობის ფაქტზე

12:14, 02.03.2019

ქურდობის ფაქტზე თბილისში ორი ადამიანი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა ისანი-სამგორის რაიონში ავტომობილის საბურავები, ასევე საბურავის დისკები მოიპარა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მეორე ბრალდებულმა კი, ერთ-ერთი კომპანიის ოფისში უკანონოდ შეაღწია, კომპიუტერული ტექნიკა მოიპარა და მიიმალა. პოლიციამ ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად  ამოიღო. დანაშაული 5 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

 

მსგავსი