ქურდობის ფაქტზე თბილისში ორი ადამიანი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა ისანი-სამგორის რაიონში ავტომობილის საბურავები, ასევე საბურავის დისკები მოიპარა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მეორე ბრალდებულმა კი, ერთ-ერთი კომპანიის ოფისში უკანონოდ შეაღწია, კომპიუტერული ტექნიკა მოიპარა და მიიმალა. პოლიციამ ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღო. დანაშაული 5 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.