გახსნილი დანაშაული

იმერეთის პოლიციამ ქუთაისში კომპანია „მისო ინტელ ექსპრესის“ გაქურდვის ფაქტი გახსნა – დაკავებულია ორი პირი. ერთ-ერთ ბრალდებულს სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით, ჯგუფურად ჩადენილ, დიდი ოდენობით ქურდობაში ედება ბრალი. მეორე  კი, ქურდობისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით არის დაკავებული. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 19 სექტემბერს, ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, საცხოვრებელი კორპუსის სარდაფიდან იატაკის ამოჭრის გზით შეაღწიეს კომპანია „მისო ინტელ ექსპრესის“ ფილიალის საცავის ოთახში, სადაც, ლითონის საცავის კარი გაჭრეს და თანხა და ოქროს ნივთები წაიღეს. ასევე პოლიციამ ერთ-ერთი დაკავებულის  პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნარკოტიკულისაშუალება „ჰეროინიც“ ამოიღეს.