ბარსელონაში, მიტოვებული შენობიდან საქართველოს მოქალაქეები გაასახლეს

ბარსელონაში, მიტოვებული ინსტიტუტის შენობიდან 119 ადამიანი გაასახლეს, მათ შორის 79 საქართველოს მოქალაქეა. პოლიციაში აცხადებენ, რომ შენობაში მდებარეობდა ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდების თავშესაფარი.

გამოძიების მიხედვით, აღნიშნული პირები ეჭვმიტანილები არიან 70-ზე მეტი სახლის გაქურდვაში. ესპანური მედიის ცნობით, მიტოვებული ინსტიტუტის შენობიდან გამოსახლებაში 200-ზე მეტი პოლიციელი მონაწილეობდა.

საქართველოს მოქალაქიდან 28, საიმიგრაციო კანონმდებლობის დარღვევის გამო დააპატიმრეს. აპრილში, ამავე შენობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დააკავეს 53 ადამიანი, რომელთაც „ქართველი კანონიერი ქურდების ბანდის წევრობაში ადანაშაულებდნენ“. ესპანეთში საქართველოს კონსულის ინფორმაციით, ჰოსტელებში მთავრობამ 11 ქართული ოჯახი გადაიყვანა საიდანაც 19 არასრულწლოვანია.