ბრალის წარდგენა

21 წლის მათე დევიძეს, რომელსაც მელიქიშვილის გამზირზე, 19 ნოემბრის აქციაზე პოლიციელებზე თავდასხმას ედავებიან, ბრალი დღეს დიღმის მთავარ სამმართველოში წარუდგინეს. სავარაუდოდ დღესვე იმსჯელებს თბილისის საქალაქო სასამართლო მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე. სამართალდამცველებმა ის 21 ნოემბერს დააკავეს. დევიძე ბრალს არ აღიარებს. გამოძიება მას სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.