პეკინის გამზირზე სამკაულების მაღაზიის გაქურდვის ფაქტი გახსნილია

თბილისში, პეკინის გამზირზე მდებარე სამკაულების მაღაზიის გაქურდვის ფაქტი გახსნილია. დაკავებულია ერთი პირი, სამი იდენტიფიცირებულია. დაკავებულს ბრალი ედება, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ საცავში ან სადგომში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობაში, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული სამ თანამზრახველთან ერთად, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა 10 780 ლარის ღირებულების ვერცხლის სამკაულებს, რის შემდეგაც ოთხივე პირი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.