ქურაშის ოთხთავი ეცერის თემში დაბრუნდა

რესტავრირებული ქურაშის ოთხთავი ეცერის თემში დაბრუნდა. ქართული კულტურის ერთ-ერთ გამორჩეულ ძეგლს რესტავრაცია იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის  მიერ ჩაუტარდა. სამუშაოები 18 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ოთხთავი ისევ სოფელ ქურაშის წმინდა გიორგის ეკლესიაში დაბრუნდა. მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის ეპისკოპოსმა, მეუფე ილარიონმა ლოცვა აღავლინა.