ქრთამის აღების ფაქტზე მარნეულის საკრებულოს დეპუტატი დააკავეს

პოლიციამ ქრთამის აღების ფაქტზე მარნეულის საკრებულოს დეპუტატი და პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1976 წელს დაბადებული მამაკაცი მოსამართლის განჩინების საფუძველზე აიყვანეს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ინფორმაციით, ის  მოქალაქეს 3000 ლარის სანაცვლოდ, ერთ-ერთ სახელმწიფო სტრუქტურაში დასაქმებას დაჰპირდა.

„მოამბის“ ინფორმაციით, დაკავებული რაგიმ ასკეროვია. მარნეულის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან.“