ქრისტეშობისადმი მიძღვნილი საზეიმო ლიტურგია ჩატარდა „ხსნის არმიაშიც“. საქართველო ერთ-ერთია იმ 132 ქვეყნიდან, სადაც ქრისტიანული ეკლესია „ხსნის არმია“ და საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია მოღვაწეობს. ქრისტიანული საქველმოქმედო ორგანიზაცია მე-19 საუკუნის შუა წლებიდან არსებობს, საქართველოში კი 1993 წლიდან დაფუძნდა და ჰუმანიტარული საქმიანობის ფართო ქსელი აქვს. „ხსნის არმია“ თბილისში ოთხი და რუსთავში ორი ადგილობრივი ეკლესიით არის წარმოდგენილი. ტაძრები ფუნქციონირებს ბათუმსა და ლაგოდეხშიც.