ქრისტეშობის დადგომას აღნიშნავენ ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიაშიც.
ღვთისმსახურება ღამის 12 საათზე დაიწყო. ამ დროს ეკლესია ჩაბნელდა და კარიდან სანთელი შეაბრძანეს, რაც სიმბოლურად შობის დადგომას ნიშნავს. ლიტურგიის დროს ეკლესიაში საშობაო საგალობლებს 17 ენაზე შეასრულებენ.
ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მშვიდობის კათედრალში ლიზა წიკლაური იმყოფება.