ალავერდის მამათა მონასტერში შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინა

 ალავერდის მამათა მონასტერში შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინა. საზეიმო ლიტურგია მიტროპოლიტმა აბბა ალავერდელმა, ეპარქიის სხვა სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა. მეუფე დავითმა კი ტაძარში შეკრებილ მრევლს ქრისტეშობის დღესასწაული მიულოცა და დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.