ქიმიური თავდასხმა სირიაში

სირიის ქალაქ დუმაში ქიმიური იარაღის გამოყენების გამო ოფიციალური დამასკო საერთაშორისო საზოგადეობის კრიტიკის ობიექტი გახდა.

მკაცრი ზომების მიღებას გეგმავენ დასავლეთის ქვეყნები. გაეროში მომხდარს ომის  დანაშაული უწოდეს. სირიის ხელისუფლება და რუსეთი ბრალდებებს უარყოფენ. მოსკოვი გაეროს უშიშროების საბჭოში საკუთარი რეზოლუციის წარდგენას გეგმავს.