ასადის ოპერაცია სირიაში

150 დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქე და ასი ათასობით დევნილი – ასეთია სირიის სამხრეთით, სახელისუფლებო არმიისა და ოპოზიციის ორკვირიანი ბრძოლის შედეგი.

სირიის ხელისუფლება ტერიტორიების დაკავებას რუსეთსა და ირანის დახმარებით ცდილობს. საერთაშორისო საზოგადოება ბაშარ ასადს საერთაშორისო სამართლის დარღვევაში ადანაშაულებს.

დევნილების მასშტაბური ტალღის გამო, გაერო იორდანიას საზღვრის გახსნისკენ მოუწოდებს.

საბრძოლო მოქმედებების გამო, სასაზღვრო ზონას აძლიერებს ისრაელიც.