მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის ახალ სამშვიდობო ინიციატივაზე მსჯელობენ.
„ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ – კანონპროექტი ქეთევან ციხელაშვილმა მესამე სექტორთან ერთად განიხილა.
საკანონმდებლო ინიციატივების პაკეტი, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის დამატებითი სერვისების ხელმისაწვდომობას ითვალისწინებს, გუშინ დამტკიცდა და პარლამენტს მომდევნო კვირას გადაეგზავნება.