ქეთევან ციხელაშვილმა NGO-ებს ახალი სამშვიდობო ინიციატივა გააცნო

მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის ახალ სამშვიდობო ინიციატივაზე მსჯელობენ.

„ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ – კანონპროექტი ქეთევან ციხელაშვილმა მესამე სექტორთან ერთად განიხილა.

საკანონმდებლო ინიციატივების პაკეტი, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის დამატებითი სერვისების ხელმისაწვდომობას ითვალისწინებს, გუშინ დამტკიცდა და პარლამენტს მომდევნო კვირას გადაეგზავნება.