ქეთევან ციხელაშვილი ევროსაბჭოს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა.
შეხვედრაზე მიმოიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაცია. საუბარი საქართველოს სამშვიდობო და ჩართულობის პოლიტიკასაც შეეხო. იმსჯელეს ახალ სამშვიდობო ინიციატივაზე – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“.
ქეთევან ციხელაშვილმა შეხვედრას მნიშვნელოვანი უწოდა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო მინისტრის აპარატს ევროსაბჭოსთან გამორჩეული თანამშრომლობა აქვს, როგორც კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, ისე სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებებით.