ქეთევან ციხელაშვილი ევროსაბჭოს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

15:23, 15.10.2018

ქეთევან ციხელაშვილი ევროსაბჭოს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა.

შეხვედრაზე მიმოიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაცია. საუბარი საქართველოს სამშვიდობო და ჩართულობის პოლიტიკასაც შეეხო. იმსჯელეს ახალ სამშვიდობო ინიციატივაზე – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“.

ქეთევან ციხელაშვილმა შეხვედრას მნიშვნელოვანი უწოდა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო მინისტრის აპარატს ევროსაბჭოსთან გამორჩეული თანამშრომლობა აქვს, როგორც კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, ისე სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებებით.

 

მსგავსი