ქეთევან ციხელაშვილი დონალდ ტუსკის განცხადებას ეხმაურება

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დონალდ ტუსკის განცხადებას ეხმაურება. ევროსაბჭოს პრეზიდენტი, ამბობს რომ საქართველომ დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება წარმატებით მოახერხა.

ქეთევან ციხელაშვილის თქმით, ტუსკის ეს განცხადება ძალზე მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ პრეზიდენტი ჩვენი ქვეყნის სუვერენულ მთლიანობას მხარს უჭერს. მისივე განმარტებით, სახელმწიფოს ინიციატივას, ,,ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ’’ მხარდაჭერა სჭირდება, რაც ტუსკის გზავნილებში ნათლად ჩანს.

შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭოს პრეზიდენტმა განცხადება მამუკა ბახტაძესთან ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა.