დონალდ ტუსკის განცხადება

გიორგი რურუას გათავისუფლებას ითხოვს „ევროპის სახალხო პარტიის“ თავმჯდომარე, დონალდ ტუსკი.

„ევროპის სახალხო პარტია“ მიესალმება 8 მარტის შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციას შორის, როგორც მნიშვნელოვან ნაბიჯს დაძაბულობის შესამცირებლად. შეშფოთებული ვრჩებით, რომ გიორგი რურუა კვლავ ციხეშია. მოვუწოდებთ შეთანხმების სრული იმპლემენტაციისა და გიორგი რურუას გათავისუფლებისკენ“, – წერს დონალდ ტუსკი „ტვიტერზე“.

„ევროპის სახალხო პარტიის“ თავმჯდომარე საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებსაც გამოეხმაურა. დონალდ ტუსკი წერს: „ევროპის სახალხო პარტია ელოდება, რომ საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია თავისუფალი იქნება ხმების მოსყიდვებისგან, ამომრჩეველთა დაშინებისგან, ძალადობისთვის დაუსჯელობისგან და ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებისგან, როგორც ამის შესახებ წინა არჩევნებში საერთაშორისო დამკვირვებლებმა ანგარიშში წარმოადგინეს“, – წერს ტუსკი „ტვიტერის“ გვერდზე.

ტუსკის განცხადებებს გამოეხმაურნენ თბილისში.