ჟენევის მოლაპარაკებების მორიგ რაუნდს აფასებს ქეთევან ციხელაშვილი. სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, რომ რუსული მხარე ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას წლებია ითხოვს, თუმცა საქართველო ამ მიმართულებით კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებას არ აპირებს. ციხელაშვილის თქმით, ჟენევის მოლაპარაკებების მაგიდა რუსულ მხარეს პირველად არ დაუტოვებია და რუსეთი მოლაპარაკებების ფორმატში ჰუმანიტარული საკითხების პოლიტიზებას მუდმივად ახდენს.