ქეთევან ციხელაშვილი: ჩვენი ამოცანაა, ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმის ყველა გარემოება დადგინდეს
ჩაერთვებიან თუ არა არჩილ ტატუნაშვილის საქმეში უცხოელი სპეციალისტები, ამის შესახებ ექსპერტიზის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ გახდება ცნობილი.
საკითხზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ისაუბრა. ქეთევან ციხელაშვილის განმარტებით, საჭიროების შემთხვევაში, ამ პროცესში უცხოელი ექსპერტების მონაწილეობას სახელმწიფო უზრუნველყოფს.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში აცხადებენ, რომ არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილის მიზეზების დასადგენად კვლევა გრძელდება და პასუხები ჯერ ცნობილი არ არის.