ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ქართველოლოგიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა გაიხსნა. ქართველოლოგიის სკოლა ქართული ხელნაწერი მემკვიდრეობის შესწავლით დაინტერესებულ 10-მდე ქვეყნის უცხოელ და ქართველ მკვლევარს უმასპინძლებს.
სკოლის ფარგლებში დაგეგმილია 23 ლექცია, მათ შორის გასვლითი ლექციები ბოლნისის სიონში, მცხეთასა და ატენში.
სამეცნიერო შეხვედრები 20 ივლისამდე გასტანს. ქართველოლოგიის საერთაშორისი სკოლა ლუვენის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით და რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით ტარდება.