„უორდროპების საქართველო – ისტორია და დღევანდელობა“

22:08, 12.11.2019

უორდროპების წერილობითი მემკვიდრეობა და უნიკალური საარქივო მასალები საგამოფენო სივრცეში იქნება წარმოდგენილი.

„უორდროპების საქართველო – ისტორია და დღევანდელობა“, – ამ სათაურით ექსპოზიციას ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი მასპინძლობს. გამოფენაზე გამოტანილ ექსპონატებს შორის არის უორდროპების მეგობრული და საქმიანი წერილები ილია ჭავჭავაძეს, ოლღა გურამიშვილს, ექვთიმე თაყაიშვილს  და კორნელი კეკელიძეს. ასევე ინგლისურიდან ნათარგმნი უნიკალური წიგნები. გამოფენის ფარგლებში ლექციებიც ჩატარდება.

მსგავსი