ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული სახარებისეული მინიატურები

საუკუნეებს ითვლის სახარებისეული მინიატურები, რომლებსაც ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ინახავს. სიძველისაგან გაყვითლებულ, გაცრეცილ ფურცლებზე   ვნების კვირეულის სიუჟეტები იკითხება – უფლის დიდებით შესვლა იერუსალიმში, საიდუმლო სერობა, ჯვარცმა და აღდგომა. დასურათებული კრებულების ნაწილს, დიდი სიფრთხილით, შესაბამის პირობებში, დახურულ საცავებში ინახავენ.

„მოამბის“ სპეციალური გამოშვებისთვის სიუჟეტის მოსამზადებლად, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საცავები ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა დაათვალიერა. დაცულ ხელნაწერებს ახლა თათია ბუხრაშვილი გვაჩვენებს და მათ ისტორიასაც მოგვიყვება.