ქართველოლოგიის პროგრამა ჰარვარდში

ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში, 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. პროგრამა ხელს შეუწყობს როგორც საქართველოს ისტორიის, კულტურის, ლიტერატურისა და პოლიტიკის, ასევე ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და მეცნიერებაში შეტანილი წვლილის შესახებ აკადემიური ცოდნის გავრცელებასა და გაცვლას. გათვალისწინებული იქნება კვლევები კავკასიოლოგიის მიმართულებითაც.