ქართველი მგალობლები სიქსტის კაპელაში

პირველად საქართველოს ისტორიაში, სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდი ვატიკანში კონცერტს გამართავს, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დაესწრება. კონცერტი პრეზიდენტსა და რომის პაპს შორის, გასულ წელს წმინდა საყდარში ოფიციალური ვიზიტისას მიღწეული შეთანხმების საფუძველზე იმართება. ქართველი მგალობლები წმინდა პეტრეს ტაძარშიც იმღერებენ. 29 ივნისს, წმინდა პეტრეს ტაძარში, პეტრე-პავლობის სადღესასწაულო მესის შემდეგ, სამების საკათედრო გუნდი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საგალობელს, „ავე მარიას“ შეასრულებს.