ქართველმა მაშველებმა თურქეთში მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო მისია დაასრულეს. მაშველები თურქეთიდან სამშობლოში სპეციალური ჩარტერით ჩამოფრინდნენ. აეროპორტში მათ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი და თურქეთის ელჩი დახვდნენ.
ქართველ მაშველთა ნაწილი კი სამაშველო აღჭურვილობითა და ტექნიკით, სახმელეთო გზით დაბრუნდება სამშობლოში. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები თურქეთში ქალაქ ადიამანში სტიქიის პირველივე დღეს გაემგზავრნენ, როტაციის შემდეგ კი ჰათაის პროვინციის ქალაქ ანთაქიაში განაგრძეს სამაშველო ოპერაცია. საერთო ჯამში, მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში 200-მდე ქართველი მაშველი მონაწილეობდა.