ცხრა ქართველი ფოტოგრაფის ნამუშევრები ესტონეთის დედაქალაქში – ტალინი დოკუმენტური ფოტოგრაფიის ფესტივალს მასპინძლობს. წელს ფოკუს ქვეყანა საქართველოა, შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის ისტორიას ევროპული ქალაქის მცხოვრებლები და სტუმრები სამი ექსპოზიციის ფარგლებში გაეცნობიან. დაგეგმილი გამოფენების მიზანია, საზოგადოებამ პოსტ საბჭოთა ქვეყნების განვითარების შესახებ მეტი ინფორმაცია მიიღოს.