ქართველი დეპუტატები საპარლამენტთაშორისო საფეხბურთო ტურნირზე ფინალში გავიდნენ
ქართველი დეპუტატები და საკანონდებლო ორგანოს აპარატის თანამშრომლები, საპარლამენტთაშორისო საფეხბურთო ტურნირზე ფინალში გავიდნენ.
საქართველოს გუნდმა ორი წარმატებული თამაში გამართა. პირველი შეხვედრა რუმინეთის პარლამენტის გუნდთან, ანგარიშით 7:1 მოიგო, ხოლო უკრაინის რადას გუნდთან გამართული თამაში, ანგარიშით 1:1 დასრულდა. ხვალ კი, საქართველო მასპინძელი ქვეყნის, თურქეთის საპარლამენტო გუნდს შეხვდება, რომელმაც თავის მხრივ, ნახევარფინალში პოლონეთთან ანგარიშით 2:2, ხოლო უნგრეთის გუნდთან თამაში 2:0 მოიგო.