ერეკლე კუხიანიძის განზრახვა

საკრებულოს უმრავლესობიდან გარიცხული დეპუტატი, ერეკლე კუხიანიძე დღეს საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ საკორინთლოში ჩავიდა.

კუხიანიძის თქმით, ის უკვე მეორე დღეა ცდილობს, საოკუპაციო რეჟიმის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადავიდეს და „წვლილი შეიტანოს“ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებაში. მან ქართული მედიის წინაშე, რუსულად მიმართა ანატოლი ბიბილოვს და სთხოვა, ახალი ურთიერთობების დაწყება, რისთვისაც საჭიროა გაათავისუფლონ ქართველი ექიმი, რომელმაც „მათი კანონები დაარღვია“.