ზურაბ ზვიადაურის დაჭრის საქმე

ოლიმპიური ჩემპიონი, ყოფილი დეპუტატი, ზურაბ ზვიადაური გულმკერდის არეშია დაჭრილი. შემთხვევა ახმეტაში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. ახლობლები ჰყვებიან, რომ სიტყვიერი შელაპარაკება სუფრის წევრებს შორის, რომლებიც ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ, დაჭრით დასრულდა.

ზვიადაური ახმეტის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აღენიშნება. შემთხვევის ადგილზე გვიანობამდე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. პოლიციის მიერ სავარაუდო დამნაშავე იდენტიფიცირებულია. გამოძიება 117-ე, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.

დატოვე კომენტარი